საქართველოს პროკურატურა

ცხოველის წამებაზე სასჯელის გასამკაცრებლად საკანონდებლო ცვლილებები შევიმუშავეთ – POG

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავეს. 

"პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას" - წერია განცხადებაში. 

ასევე, საქართველოს პროკურატურის ცნობით, იწყებენ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენცია იქნება. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. 

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების მიკვლისა და წამების ამსახველი კადრები გავრცელდა, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს - "დაიცავი სხვისი მიკედლებული, სანამ იგივე პრობლემა შეგეხება შენ და შენს მიკედლებულს". აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ყველა, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.  

კომენტარები