ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  

შემთხვევა დღეს, 9 ივნისს მოხდა - მოქალაქეების ინფორმაციით, ქუჩაში კაცმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  

კომენტარები