ძაღლის მოკვლა

დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

თათები

დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალად სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე ვადით, შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ვადით, ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

15 ივნისს თათების Facebook-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს კიდევ რამდენჯერმე ესვრის.  

გაფრთხილება! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს. 

 

კომენტარები