პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთი: კიევმა პრიგოჟინის პროვოკაციით ისარგებლა და ბახმუტის მიმართულებით შეტევას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, კიევის რეჟიმმა "პრიგოჟინის პროვოკაციით ისარგებლა" და ბახმუტის ტაქტიკურ მიმართულებაზე შეტევისთვის ბრიგადებს აგროვებს. "სამხრეთის" სამხედრო შენაერთები მოწინააღმდეგეს უტევენ. 


პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები