ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

მდინარაძე გიორგი კანდელაკზე: რუსეთის საქმეს აკეთებს

ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი, რუსეთის საქმეს აკეთებს.

"რუსეთის საქმის მკეთებლებში ვგულისხმობ, მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც ომიდან 2 თვეში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. გუშინ გიორგი კანდელაკი იყო ოპოზიციის მთავარი სპიკერი, ეს ადამიანი არის იმ ექვსს შორის, ვინც ხელი მოაწერა ასეთ რეზოლუციას. როცა ასეთი ადამიანების აქტივობები იგეგმება, მათში ნებისმიერი მოქალაქე, შესაძლოა, გულწრფელად იყოს ჩართული, მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, თუ ვისი დაორგანიზებულია ეს ყველაფერი" - თქვა მამუკა მდინარაძემ.

აგვისტოს ომის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სწორედ ისაა, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ომი საქართველომ დაიწყო. ამ მითის შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

კომენტარები