ქართული ოცნება

ოდიშარია: თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი

აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავწკავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც არცერთი სხვა წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივასა და შემოქმედებით ჯგუფებს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები