კანდიდატის სტატუსი

მდინარაძე: თუ წელს სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება ოცნების მზარდი რეიტინგისთვის უდიდესი ბიძგი

სულ რომ სუბიექტურები ვიყოთ ყველა მათგანი, ჩვენც და ჩვენი ოპონენტებიც, ერთი წამით იმაზე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, ვის აწყობს კანდიდატის სტატუსი, სულ რომ სუბიექტურები ვიყოთ, არაფერი რომ არ გვაინტერესებდეს არც ჩვენ და არც მათ, ერთი წამით ამ მდგომარეობაში ვაკადროთ საკუთარ თავს და ჩავიყენოთ თავი. თუ საქართველო წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი ქართული ოცნების კიდევ უფრო მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და  2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია ქართული ოცნებისთვის. ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბიექტურადაც აწყობს ეს ქართულ ოცნებას, ნეიტრალური პოზიციიდან რომ დავინახოთ.

მაგრამ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამისი გაგონება ოპოზიციის წარმომადგენლების სამწუხაროდ უმრავლესობას, იმიტომ რომ, მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება ქართული ოცნების წარმატებაში. არ უნდათ ამის გაგონება და ამიტომაც არის რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირად უბედურებას ხედავენ ამაში , რადგან მიაჩნიათ, რომ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ და ამიტომ აგუებენ ახლა საზოგადოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი, ანუ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ ქართულ ოცნებას, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა ამ ქვეყანაში, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ლაპარაკისას.

კომენტარები