მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა, არასერიოზული ადამიანების ქმედებაზე გავაკეთო კომენტარი, ხაბეიშვილი ახსენეთ და სხვები, ეს ადამიანები უბრალოდ არიან ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალა, რომლებსაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას. აი, შეხედეთ უბრალოდ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბრათ, აი, რამე თემაზე რომ ესაუბროთ, არაფერზე, აი, რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე, აი, ეს არის სახე მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის.
საქართველოს მთავრობა
პრემიერი ენმ-ზე: რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე ესაუბრათ
tbl.ge/6ean
დაკოპირდა

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, რა პერსპექტივას ხედავს ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანების შემთხვევაში. ჟურნალისტმა ლევან ხაბეიშვილის განცხადება მოუყვანა, რომელმაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავარი პარტიაა და ოპოზიცია მათთან უნდა ისაუბროს.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




