რესტორანი რეტრო

რესტორან რეტროში შრომის ინსპექციაა შესული – სამსახური 15-მდე თანამშრომელმა დატოვა

რესტორან რეტროში, მას შემდეგ, რაც მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შრომის ინსპექცია შევიდა. რესტორანი ამჟამად დაკეტილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამსახური 15-მდე თანამშრომელმა დატოვა. 

პოლიციამ ბათუმში რესტორან რეტროს მფლობელი თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-მ თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე 4 ივნისს დაიწყო.

კადრები რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.

ფიზიკური ძალადობის მხვერპლმა თემო მგზავრიძემ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. მისი თქმით, რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  ამასთან, როგორც რეტროს სხვა თანამშრომლები ამბობენ,  ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არაა. 

კომენტარები