შსს

შსს-მ ბათუმში, რესტორან რეტროში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, რესტორან რეტროში მიმტანის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში კადრები რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.

"მე, პირადად, რესტორან რეტროში მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს.

[...] უშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა." - წერს მარია ზოიძე.

კომენტარები