რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ორიენტირებულია სამხედრო დახმარებაზე – თეთრი სახლი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე

ბახმუტი, უკრაინა. 2023 წლის 28 მაისი
Reuters/voanews

თეთრის სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო დახმარებაზეა კონცენტრირებული. 

"რაც შეეხება NATO-ს, ჩვენ ერთგული ვართ ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ალიანსის ნებისმიერი გადაწყვეტილება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ ვთქვით. ეს არ შეცვლილა... ახლა ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად, იბრძოლოს დემოკრატიისთვის, იბრძოლოს თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ". - აღნიშნა პიერმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აზრს ვერ ხედავს ვილნიუსში NATO-ს სამიტში მონაწილეობაში, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ როდის შეეძლება გაწევრიანდეს ალიანსში.

ზელენსკი: თუ NATO-სგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება

ზელენსკის განმარტებით, მას ესმის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუძლებლობა იქამდე, სანამ ომი გრძელდება, მაგრამ კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ უკრაინა ომის შემდეგ ბლოკის წევრი გახდება. 

კომენტარები