საქართველოს მთავრობა

პრემიერი: მიუღებელია კრიტიკა ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დათმო ჩვენი ტერიტორიები

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, აქ ახალი არაფერი არ თქმულა, მე ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს აბსურდია, ხო? როგორ შეიძლება, სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს, მაგრამ...

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირიოს წევრი, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრს რომ ადანაშაულებენ, ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ,  მე ასე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა.

თუმცა, მე არ მიკვირს ამ ძალიან მავნებელი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან არაფერი მიკვირს, არც მაინტერესებს, ისინი რას იტყვიან, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის ინტერესები.

მითუმეტეს მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა ტერიტორიები, ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბარში ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს, რომ კრიტიკოსები სიმართლეს ამახინჯებენ. კერძოდ, 30 მაისს ლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მას ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი

კომენტარები