საქართველოს მთავრობა

მდინარაძე: სამყარო თანხმდება, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოებაა, ზელენსკიც, პაპიც

ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. დიახ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის აწარმოებს საოკუპაციო ომს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, დიახ, უნდა იმ ქვეყნების გაქრობა, რომელიც მისთვის ბუფერს წარმოადგენენ და შეიძლება ეს ასე აღარ იყოს, აქაც შეიძლება NATO გაფართოვდეს, ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის NATO-ს გაფართოება და ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი. ამ საკითხს რუსეთიც კი არ უარყოფს. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს საკითხი მან თავიდანვე დაასახელა, რომ ის იბრძვის NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ. არის საკითხები, რომელიც უდავოა და ეს უდავო საკითხები თქვენ და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული პიარისთვის.

[...] დღეს მსოფლიოში ომთან დაკავშირებული ერთადერთი საკითხია, რაზეც ყველა თანხმდება, ოკუპანტიც და ვინც ამ ოკუპაციისგან თავს იცავს, ზელენსკის განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით, პაპის განცხადებაც და ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი თანხმდება.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.

კომენტარები