საქართველო-თურქეთი

ღარიბაშვილი და ზურაბიშვილი ერდოღანს გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თურქეთის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამარჯვებას ულოცავენ.

"ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ მტკიცე ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც კვლავ ვითარდება და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად". – წერს ზურაბიშვილი.

"ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა სათქმელი თქვა და ჩვენ ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის". – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები