საქართველო-თურქეთი

სატვირთოს, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

სატვირთო მანქანა, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, თურქეთის ქალაქ სამსუნში დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შემთხვევა სამსუნის კავაკის რაიონ ჩაკალში, ბოსფორის ხიდზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ოლექსანდრ პლისენკოს საკუთრებაში მყოფი სატვირთოთი ქერი საქართველოში, ერთ-ერთი ლუდსახარშისთვის მოჰქონდათ. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თუმცა, მძღოლმა სატვირთოს გზიდან გადაყვანა შეძლო. მანქანასთან ერთად, დაიწვა ქერის ტომრებიც.

ადგილზე მობილიზებული იყო რეგიონის სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარზე დაიწყო გამოძიება. 

კომენტარები