დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს, თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დავუდასტურე. საქართველო შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად მზად არის. ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის მოაქვს.
საქართველო-თურქეთი
ღარიბაშვილი: ერდოღანს ამ მძიმე დროს თურქეთისადმი საქართველოს სოლიდარობა დავუდასტურე
tbl.ge/6a5j
დაკოპირდა

წერს ტვიტერზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დელეგაციასთან ერთად დღეს თურქეთში გაემგზავრა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში დაახლოებით 345 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთსა და არც სირიას მიწისძვრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
საქართველოს მთავრობაქართული ოცნებაირაკლი ღარიბაშვილირეჯეფ თაიფ ერდოღანისაქართველო-თურქეთითურქეთი-საქართველო
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი თურქეთში ერდოღანს შეხვდა
- "დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" – კობახიძე თურქეთში ფორუმს დაესწრება
- მატჩის პერიოდში ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს – მერია
- ვულოცავთ მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთის საგარეო საქართველოს 26 მაისს ულოცავს
- კობახიძე ერდოღანს: თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის




