საქართველოსთვის რუსეთის ბანაკში ყოფნა და რუსეთის მოკავშირეობა რეალურად ნიშნავს მის ვასალობას, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას და თაობების მსხვერპლად გაწირვას ჯოჯოხეთში და ჭაობში ცხოვრებისთვის. ეს ასე იყო 170 წლის წინ და ეს ესმოდა ყველა ჩვენს დამფუძნებელ ადამიანს. ეს ასე იყო 100 წლის წინ. ეს ასეა ახლაც. დღეს საღამოს ჩვენს აქციაზე, რომელიც არის გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ, გაჩვენებთ, როგორ ემთხვევა ჩვენი ღია მტრების არგუმენტები ჩვენივე მთავრობის ვითომ მზრუნველობით არგუმენტებს. სინამდვილეში ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. ამიტომ, რუსეთთან ერთად ჩვენს ქვეყანას მომავალი ვერ ექნება. ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშეც, ჩვენ ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს. ამას ეძღვნება დღევანდელი აქცია.
ევროპული საქართველო
ბოკერია: საქართველოს რუსეთის ბანაკში ყოფნა ვასალობასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს ნიშნავს
tbl.ge/6dxg
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 28 მაისის აქციასთან დაკავშირებით. 28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტის შენობასთან გაიმართება აქცია – გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ.
ამავე თემაზე
- დონაძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი
- ბოკერია სააკაშვილზე: ის ამ მდგომარეობამდე უპრინციპობამ და ბელადომანიამ მიიყვანა
- ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი სატელიტებით კამპანიას აგორებს, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან ფინანსდება
- ბოკერია: ნებისმიერი გაერთიანება შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს უნდა ემყარებოდეს
- ბობოხიძე: ენმ-ის სახელით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია