EU-საქართველო

პრემიერი: თუ ევროპელ მეგობრებს მშვიდობის შენარჩუნება რეალურად სურთ, სტატუსი უნდა მივიღოთ

მე მჯერა, მინდა, რომ დავიჯერო, ასე არის უმეტესობა და უმრავლესობა ჩვენი ევროპელი მეგობრების, ჩვენ დღენიადაგ ვცდილობთ ამაში დარწმუნებას - მეც, საგარეო მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, მთელი გუნდი. თუ მათ რეალურად სურთ ქვეყანაში ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და, რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, N1 ვალდებულების, პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმიტომ, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, მეგობრებო - ჩვენ მიერ გავლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითაც დღემდე მოვედით. 

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის დღეზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას. 

კომენტარები