ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები გასული თვეებისა და წლების განმავლობაში და მე ვამაყობ ამ კომისიის [ევროკომისიის] წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში.
tbl.ge/6wa5
დაკოპირდა
თქვა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. [პირველი არხის თარგმანი]
ამავე თემაზე
- ევროპულმა საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა
- ბორელი: საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს
- საქართველოს მთავრობა იგივეს კეთებას აგრძელებს, ევროკავშირის კარი დაიხურება - ბორელი
- ლუქსემბურგში ბორელი და ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ
- EU საქართველოში სიტუაციის გართულების შემთხვევაში სანქციების დაწესებას განიხილავს - იოზვიაკი