EU-საქართველო

საქართველოს მთავრობა იგივეს კეთებას აგრძელებს, ევროკავშირის კარი დაიხურება - ბორელი

EPA

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იგივე პოლიტიკას აგრძელებს და ამის გამო, საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარი დაიხურება

"ერთი რამ ცხადია. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მთავრობა იგივე მიმართულებით სვლას აგრძელებს, აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებენ. ეს კარი დაიხურება და ამის საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა იქნება შენელებული ან სულაც გაუქმებული." - თქვა ჯოზეფ ბორელმა. 

ბორელმა ასევე დააზუსტა, რომ 24 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე რაიმე ტიპის საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ეს შეხვედრა საორიენტაციო დებატებს დაეთმობა. როგორც ცნობილია, ბორელი მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს იმ შესაძლო შემზღუდველი ზომების შესახებ, რომლის მიღებაც ევროკავშირს შეუძლია მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. 

კომენტარები