ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ხუნდაძე: კამპანია გააქტიურდა – აფხაზეთზე მტკივნეულ ამბებს მხოლოდ მტრობის გასაღვივებლად ყვებიან

დიმიტრი ხუნდაძე  
პირველი არხი

ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და "სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ".

"ბოლო დღეებში, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან, გააქტიურდა საშიში პიარ-კამპანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით. სოციალურ ქსელში გამოჩნდა იმ ახალგაზრდების ბლოგები, რომლებიც დაბადებულნიც კი არ იქნებოდნენ აფხაზეთის ომის დროს და გვიყვებიან ომის ქრონიკებზე: როგორ აწამეს და დახვრიტეს აფხაზებმა ქართველები. ყვებიან ყველაზე მტკივნეულ ამბებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შორის მტრობის გასაღვივებლად". - წერს სოციალურ ქსელში ივანიშვილის დეპუტატი. 

ხუნდაძის თქმით, ამის საპირისპიროდ - ხელისუფლება 11 წელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღგდგენის კუთხით, "ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს" ეძებს. 

"ხელისუფლება კი 11 წელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღგდგენის კუთხით, ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს ვეძებთ. ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით, რათა შევძლოთ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებში არ შედის. ამიტომ გამოიყვანეს წინა ხაზზე ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ სიძულვილს და მტრობას სთესავენ ჩვენს შორის". - აღნიშნავს ხუნდაძე.


ტაბულამ, ევროპულმა საქართველომ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, აფხაზთა კრებამ და თავისუფლების ინსტიტუტმა რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია 24 მაისს კლუბ KHIDI-ში გამართული  ინტერაქტიული ექსპოზიციით დაიწყო. ამის შემდეგ კი კამპანიის ფარგლებში ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. 

ჟურნალისტები და პოლიტიკოსები გამომწერებს ბუჩამდე იყო აფხაზეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ 

კამპანიას გამოეხმაურნენ უცხოელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები: აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლიWashington Examiner-ის მწერალი, ტომ როგანი თუ Bloomberg View-ს მიმომხილველი ელი ლეიკი.  

თუ გსურთ, ჩაერთოდ გენოციდის აღიარების კამპანიაში ხელი მოაწერეთ პეტიციას

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

    კომენტარები