პირდაპირი ფრენები რუსეთთან

თალაკვაძე ფრენებზე: მინდა, პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

მინდა, ჩვენი პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან, ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით, თავის დროზე რუსეთს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად ჰქონდა მიღებული და ახლაც, ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან. პრაქტიკულად, ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები