ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა კაცი 22 აპრილს გაუჩინარდა - შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტაბულას ინფორმაციით, ცხედარი ზღვიდან ერთი კვირის წინ ამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ კურსზე სწავლობდა.