საქართველოს საპატრიარქო

მეუფე შიო: დამტკიცებულ ნორმებს ბოლო წლებში დაემატა ბავშვებისთვის სქესის შეცვლა

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივ დადგენილ ფორმას. თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვიდან ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ, ნაწილობრივ, ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვა ამ ყველაფერმა ასახვა... ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ, ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება - რომ, უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. 

[...] დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს და ამ პრინციპებს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ჩვენს ხალხს ვიცავთ გადაგვარებისგან და, საერთოდ, სრული განადგურებისგან. 

ამბობს მეუფე შიო. დღეს, 17 მაისს საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავს. 

17 მაისი, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. 

კომენტარები