არჩევნები თურქეთში

თურქეთში არჩევნებამდე 3 დღით ადრე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა კანდიდატურა მოხსნა

მუჰარემ ინჯე
Reuters

თურქეთის საყოველთაო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ინჯემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზად მის წინააღმდეგ წამოწყებული ცილისმწამებლური კამპანია და რეპუტაციის შელახვა დაასახელა. როგორც თავად ამბობს, თურქეთის მთავრობა მას აქტიური თავდასხმისგან არ იცავს. 

"მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ყალბი ანგარიშფაქტურები, ვიდეოები, ფოტოები... მათ ებრაული პორნო საიტებიდან ვიდეო აიღეს და მასში ჩემი სახე ჩასვეს". - აღნიშნა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მუჰარემ ინჯემ. 

ინჯეს გადაწყვეტილებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს შედეგებზე. სავარაუდოდ, ეს ქილიჩდაროღლუს რეიტინგს გაზრდის. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

კომენტარები