რუსეთ-საქართველო

მაჭარაშვილი პრეზიდენტს: იმედია, ოდესმე ისწავლით ქართულს, ხალხის ძალა და ხმა ერთი და იგივეა

რაც შეეხება ხალხის ძალას და ხალხის ხმას, ეს ერთი და იგივეა, ქალბატონი სალომე, თქვენ ქართულთან ვერ იყავით კარგად, მართალია, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ისწავლიდით და ხალხის ძალა არის ხალხის ხმაში და ხალხის ხმა თუ არის, ამ ხალხის ხმას აქვს ხალხის ძალა, ეს არის ერთი და იგივე და ნუ, იმედი გვაქვს, ოდესმე მაინც ისწავლით ამ დონეზე მაინც ქართულს.

ხალხის ძალად წოდებული პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე - რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა - ხალხის ხმას მოუსმინოს და არა - ხალხის ძალას.

კომენტარები