არჩევნები 2020

გეგელია: ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი ანალოგიურ გეგმას, ბელარუსს სთავაზობს

ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას თქმით,  ლელოს მარშალის გეგმის შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკაში მარშალის გეგმის დაბრუნება რეალურია. 

"ლელოს მარშალის გეგმის გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ მარშალის გეგმის იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს მარშალის გეგმის ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა". - ამბობს გეგელია. 

მისი განმარტებით, მსოფლიოს რეაქციაც მოწმობს იმაზე, რომ აქვს ქვეყნის განვითარების და ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა. 

"ლელოს თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს “მარშალის გეგმა“ გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად". - თქვა გეგელია.

ღვინის დედაქალაქი, სამედიცინო ტურიზმის ცენტრი - რას ითვალისწინებს ლელოს "მარშალის გეგმა"

ლელოს გეგმით, საქართველოში უნდა შეიქმნას 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი საშუალო ფენა და 600 000 ადამიანს უნდა ჰქონდეს 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი.

პარტიის ძირითადი ამოცანებია:

  • გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში
  • არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე  
  • გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება  
  • სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვევო კომპანიის ჩართულობით.   
  • მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან. 

კომენტარები