ინდოეთი

ინდოეთში, მანიპურის შტატში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მანიპურის შტატში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ძალადობრივი ქმედებები მანიპურში მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფისთვის ტომის სტატუსის მინიჭებას პროტესტი მოჰყვა. უკმაყოფილება იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ აღნიშნული სტატუსი კონკრეტულ ჯგუფს გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებდა. ამით საფრთხე დაემუქრა სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა მიწაზე საკუთრების უფლებას. ისინი შიშობენ, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით წინაპრების მიწებს დაკარგავენ. 

პროტესტი ძალადობრივ ფორმაში გადაიზარდა. კონკრეტულმა დაჯგუფებებმა სახლებზე ავტომანქანებსა და ტაძრებზე თავდასხმა დაიწყეს. 

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 10 000-მდე ადის. ადგილზე მობილიზებულია სამხედრო დანაყოფები. 

თავდაცვის ძალების მტკიცებით, ისინი ცდილობენ სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნებას, თუმცა ბევრი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას ანიჭებს, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს შეტაკებების თავიდან არიდება. 

კომენტარები