სამწუხაროდ, მოულოდნელი არ არის ის, რომ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთი მძიმე განაჩენი გამოუტანა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მტრის არცერთი ჯაშუში არ უმხელია, რეალური ჯაშუში და არა მოგონილი. არც ინსტრუმენტები გვაქვს, რაც სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა ჯაშუშობაში მხილებული ადამიანების. ყველა ნომრალური ქვეყანა ასე იქცევა, რომ საკუთარი უკანონოდ დაკავებული, უდანაშაულო მოქალაქეები გამოიხსნას. ჩვენს შემთხვევაში, ეს რეჟიმი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, რუსეთის ჯაშუშები საქმეების შესწავლის გარეშე გაუშვა ისე, რომ უდანაშაულო ქართველები ჩატოვა რუსულ ციხეეებში და მას შემდეგაც ჯაშუშობაში ბრალდებული არცერთი ადამიანი არ დაუჭერია და არავითარი ინსტრუმენტი არ აქვს, არც სურვილი და არც პოლიტიკური ნება, რომ იმოქმედოს.
ევროპული საქართველო
ბოკერია თაკალანძეზე: ამ რეჟიმს მოქმედების არავითარი ინსტრუმენტი, სურვილი და ნება არ აქვს
tbl.ge/6d08
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავმდჯომარემ, გიგა ბოკერიამ. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს "ჯაშუშობის" ბრალდებით 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
ევროპული საქართველოგიგა ბოკერიაოკუპირებული აფხაზეთისაქართველოს ოკუპირებული რეგიონებისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




