ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის ე.წ. სასამართლომ თაკალანძეს "ჯაშუშობის" ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კადრი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვიდეოჩანაწერიდან

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს პატიმრობა 10 წლისა და 6 თვის ვადით შეუფარდა

თაკალანძეს ე.წ. სასამართლო ჯაშუშობის მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. 

უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ე.წ. გადაწყვეტილების გასაჩივრება განაჩენის სრული ტექსტის გამოქვეყნებიდან 15 დღეში, საკასაციო წესით შეეძლება.

გალიდან დევნილი თაკალანძე მარიონეტულმა რეჟიმმა გასული წლის 20 ივლისს დააკავა. მას საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებდნებ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური თაკალანძეს ბრალად სდებდა, რომ მისი მიზანი აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემა იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის გამოქვეყნებულ კადრებში ჩანდა თაკალანძის პირადობის მოწმობა, საკრედიტო და სხვა ტიპის ბარათები და წერილი წარწერით: "სადმე თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში ეს წამალი მომიტანე...".

კომენტარები