მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჩხაიძე სააკაშვილზე: იმ სივრცეში რკინის მაგიდა საერთოდ არაა, გონების კარგვა არ ყოფილა

"იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს, არ დგას იქ არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს, მაგიდა" - ასე ეხმაურება ვივამედის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

"საშუალო მედპერსონალის და თავად მისი გადმოცემით დაკარგა წონასწორობა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობდა, მე მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა.

ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით, მიუხედავად არაერთი საუბრისა და და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება და ისევ მოაქვთ იგივე კალორაჟის შემცველი საკვები" - ამბობს ჩხაიძე TV იმედთან.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება".

კომენტარები