მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს

როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები