მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები. ეს დადასტურდა როგორც საქართველოში, ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული. როგორც მოგეხსენებათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რითაც ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, რეკომენდაციის მიხედვით გადავიყვანთ ციხეში
tbl.ge/6lkz
დაკოპირდა
აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე.
ამავე თემაზე
- ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საჭიროებს კლინიკაში ყოფნას
- ჩხაიძე სააკაშვილის შესახებ CPT-ს დასკვნაზე: ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია
- კალაძე: რეალობაში სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება
- ელისაშვილი: მოვკიდებდი სააკაშვილს კისერში ხელს და წავიყვანდი ციხეში, 1 წელია, ბაირამობს
- სააკაშვილი: ვინც ცდილობთ, დავრდომილად წარმომადგინოთ, პუტინის თამაშს თამაშობთ