რამზან კადიროვი

კადიროვის თქმით, დემოკრატიული ქვეყნებისგან დაჩაგრულებისთვის არმიის შექმნა სურს – მედია

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თქვა, რომ სურს შექმნას არმია, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების მიერ დაჩაგრული ხალხის ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს

"ბოლო დროს მე უფრო მეტად ვფიქრობდი კარგი არმიის შექმნაზე, რათა შეძლონ გადავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და დაიცვან ხალხი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებენ". - აღნიშნა კადიროვმა.

კადიროვმა დასძინა, რომ მას სურს მთელი მსოფლიოდან "სპეციალურად გაწვრთნილი" ხალხის გუნდი შექმნას, რომელიც არა ფულისთვის, არამედ წესრიგისთვის სიცოცხლის გასაწირად მზად იქნება. 

"ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და წინ მივიწევთ". - დასძინა მან.

აქამდე, თებერვალში კადიროვმა სამოქალაქო სამსახურის კარიერის დასრულების შემდეგ კერძო სამხედრო კომპანიის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები