2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

დღევანდელი დღე ბაიდენის პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისად იქცევა – ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შევეხდრაზე ვილმინგტონის საერთაშორისო აეროპორტში  ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ, 2022 წლის 23 სექტემბერი
REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის ბრძოლას გამოეხმაურა. ტრამპმა ბაიდენს ამერიკის ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტი უწოდა. 

"ჯო ბაიდენი, ყველაზე საშინელი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ხელახალი არჩევისთვის კენჭს იყრის. ხელმოცარული ჯოს დონორები, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ, მისი კამპანიის დასაწყებად მილიონებს ხარჯავენ, რათა როგორმე თეთრ სახლში თავიანთი მარიონეტი შეინარჩუნონ... მაგრამ თქვენი დახმარებით დღევანდელი დღე მისი პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისად იქცევა". - გამოცემა The Hills-ი დონალდ ტრამპს ციტირებს. 

25 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა.  

"საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვიცი ეს შეგვიძლია". - ამბობს ბაიდენი. 

ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია. პრეზიდენტმა გაიხსენა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა. 

"ოთხი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრიდი, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის და ახლაც ასეა. არ არის თვითკმაყოფილების დრო. ამიტომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას". - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. 

ბაიდენი ასაკით ყველაზე დიდი პრეზიდენტია და მისი ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

კომენტარები