ჩოგბურთი

პოლონურმა ავიაკომპანიამ რუსი ჩოგბურთელი თვითმფრინავში არ შეუშვა

Sport Express

პოლონურმა ავიაკომპანია LOT Airlines-მა უარი განაცხადა მომსახურებოდა რუს ჩოგბურთელს ვიტალია დიაჩენკოს. ინფორმაციას თავად სპორტსმენი ავრცელებს.

"ავიაკომპანია LOT-მა უარი მითხრა ფრენაზე, იმიტომ რომ რუსული პასპორტის მფლობელი ვარ. კაიროდან ნიცაში ვარშავის გავლით უნდა მეფრინა. როგორც აღმოჩნდა ავიაკომპანია რუსებს არ ემსახურება. წარვადგინე WTA-სა და ITF-ის მოწმობა, ასევე მქონდა მამაჩემის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც უკრაინაშია დაბადებული და გაეროს თანამშრომელია, მაგრამ არაფერმა გაჭრა. 18 საათით გავიჭედე აეროპორტში, მექცეოდნენ, როგორც მესამე მსოფლიოს მოქალაქეს, ტურნირზეც ვერ ჩავედი, სავარაუდოდ უარის თქმა მომიწევს თამაშზე, არადა შესატანი თანხა უკვე გადახდილია. იმედი მაქვს გავთავისუფლდებით პოლიტიკისგან, რასიზმისგან და ნაციზმისგან. გთხოვთ მომცეთ მშვიდობა და სუფთა ცა". – წერს დიაჩენკო.

დიაჩენკო WTA-ს რეიტინგში ამჟამად 250-ე ადგილს იკავებს. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს 15 დიდი სლემის ტურნირზე, აქვს ერთი WTA ტიტული. კარიერის პიკში იკავებდა მე-60 ადგილს.

კომენტარები