კანდიდატის სტატუსი

კობახიძე: ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შანსი არის 50%-ზე მეტი

საბოლოო ჯამში, როგორც განვითარდება რეგიონის მასშტაბით მოვლენები, იმის მიხედვით იქნება პირველ რიგში, მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მე დიდი იმედი მაქვს... სავარაუდოდ, მაგ დროისთვის ომი უკრაინაში არ იქნება დასრულებული... სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები გვიწევს მომავალ წელს, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება შანსებს, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი, მაგრამ მაქვს იმედი საბოლოო ჯამში, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები