2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

მაიკ პომპეო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლას არ აპირებს

REUTERS/Brian Snyder

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. პომპეოს თქმით, მან გადაწყვეტილება მეუღლესთან პირადი მიზეზების გამო მიიღო. 

"ეს დრო შესაფერისი არაა არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის". - აღნიშნა პომპეომ. 

კანზასის ყოფილი კონგრესმენი, პომპეო ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ პოლიტიკოსად ითვლებოდა სახელმწიფო მდივნად და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად მსახურობისას.

პომპეო ხელმძღვანელობდა ტრამპის მწვავე საგარეო პოლიტიკას, როგორც აშშ-ის მთავარი დიპლომატი.

პომპეომ ასევე თავდაპირველად მხარი დაუჭირა ტრამპის ცრუ ბრალდებებს "მოპარული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ", თუმცა, საბოლოოდ, მომავალ ადმინისტრაციასთანაც კი თანამშრომლობდა. ბოლო თვეებში მან ირიბად გააკრიტიკა ტრამპი და თქვა, რომ რესპუბლიკელებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც წარსულზე არ ჩერდებიან.

პომპეოს გამოსვლის შემდეგ, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი რესპუბლიკელების პრაიმერში ტრამპის ადმინისტრაციიდან ერთადერთია. 

გასულ კვირას არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი რესპუბლიკურ პრაიმერს შეუერთდა, სადაც ტრამპის გარდა, ნიკი ჰეილი და ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი იბრძვის. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

კომენტარები