არჩევნები თურქეთში

ერდოღანი: დასავლეთს პასუხი 14 მაისს არჩევნებისას გაეცემა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დასავლეთს მაისში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებით უპასუხებს.

"თურქეთი ამ არჩევნებით დასავლეთს პასუხს გასცემს. ეს ქვეყანა არ ითვალისწინებს, რას ამბობს დასავლეთი - როცა ტერორიზმს ებრძვის ან ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს". - ამბობს პრეზიდენტი. 

ერდოღანი: ამ არჩევნებით აშშ-ს გაკვეთილი უნდა ვასწავლოთ

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ამავე ინტერვიუში ერდოღანი შეეხო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, მაკრონმა Politico-სთან აღნიშნა, რომ ტაივანთან მიმართებით ევროპა ამერიკის ვასალი არ უნდა იყოს

"დასავლეთს გეგმები აქვს თურქეთთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ მაკრონის მოქმედებებს - რა დგას მისი ჩინეთში ვიზიტის მიღმა? როგორია საფრანგეთისა და აშშ-ს ურთიერთობა? რატომ ჩავიდა მაკრონი ჩინეთში?". - აღნიშნა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში.

ერდოღანმა, ასევე, შეაფასა საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის რეიტინგის ზრდა. 

"ლე პენი ახლა მაკრონს უსწრებს. როგორ მოხდა ეს? ნიშნავს, რომ შედეგები თანდათან იცვლება". - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანი კამპანიას მოიერიშე, უპილოტო თვითმფრინავებზე, სამხედრო გემებსა და ტანკებზე აგებს

ერდოღანის თქმით, პროექტები თავდაცვის ინდუსტრიაში გაგრძელდება. მკვლევრის, ასლი აიდინთაშბაშის შეფასებით, თურქეთის ასერტული დიპლომატიური პოლიტიკა და თავდაცვის ინდუსტრიაში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა უნდა მიანიშნებდეს, რომ "გახადე თურქეთი კვლავ შესანიშნავი", - ერდოღანის მთავარი გზავნილია


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს. 

კომენტარები