არჩევნები თურქეთში

ერდოღანი კამპანიას მოიერიშე, უპილოტო თვითმფრინავებზე, სამხედრო გემებსა და ტანკებზე აგებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპილოტო მოიერიში თვითმფრინავის Kizilelma- ს წინ სტამბოლი, 2023 წლის 26 მარტი 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად წარადგინა თურქეთის საზღვაო ძალების უდიდესი ხომალდი Anadolu, რომელსაც ვერტმფრენების და შეიარაღებული თვითმფრინავების გადატანა შეუძლია

Anadolu მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქული სამხედრო ძალებისთვის. ამფიბიური თავდასხმის ხომალდი სულ მცირე ბატალიონის ზომის ძალის გადაყვანას, რვა ნავის ან ვერტიკალურად დასაშვები თვითმფრინავების, როგორიცაა Baykar's TB-3-ის, გადატანას შეძლებს.

შემთხვევით არ არის, რომ ერდოღანმა გემი, რომელიც 5 წელია შენდება, საყოველთაო არჩევნებამდე 34 დღით ადრე გახსნა. ბოლო გამოკითხვებით, ეს არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება და ერდოღანისთვის თითოეული ხმა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ერდოღანის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილმა "მბზინავმა ახალმა სათამაშოებმა" შესაძლოა როლი ითამაშოს მოქმედი პრეზიდენტისთვის ხმების მოძიებაში.

ერდოღანი 23 აპრილს, თურქეთის დამოუკიდებლობის დღეს პირველ თურქულ ეროვნულ საბრძოლო ტანკს Altay-ის წარადგენს. კომპანია BMC-ი მიზნად ისახავს მათი მასობრივი წარმოება 2025 წლიდან დაიწყოს.

ერდოღანის მმართველობისას, თავდაცვის ინდუსტრიამ თანდათანობით უცხოელ მიმწოდებლებზე დამოკიდებულება შეამცირა. ისმაილ დემირი, თურქეთის თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს პრეზიდენტი, ამტკიცებს, რომ თურქეთის თავდაცვის მრეწველობას შეუძლია თავისი წარმოების საჭიროების 80 პროცენტი ქვეყნის შიგნით უზრუნველყოს . მისი თქმით, თურქეთის თავდაცვის ექსპორტმა გასულ წელს 4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან მიმდინარე თავდაცვის პროექტები დაახლოებით 75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მკვლევრის, ასლი აიდინთაშბაშის შეფასებით, თურქეთის ასერტული დიპლომატიური პოლიტიკა და თავდაცვის ინდუსტრიაში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა უნდა მიენიშნებდეს, რომ "გახადე თურქეთი კვლავ შესანიშნავი", - ერდოღანის მთავარი გზავნილია. 

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ ქილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. 

ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. ოპოზიციონერი კანდიდატი 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს

ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ კვირის დასაწყისში, ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად დაასახელა. 

კომენტარები