არჩევნები თურქეთში

ერდოღანი: ამ არჩევნებით აშშ-ს გაკვეთილი უნდა ვასწავლოთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
POLITICO

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისმა მხარდამჭერებმა მაისში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით აშშ-ს ჭკუა უნდა ასწავლოს.

თურქეთის პრეზიდენტის აშშ-სადმი ბრაზი, სავარაუდოდ, აშშ-ს ელჩის, ჯეფ ფლეიკი ოპოზიციის ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ქემალ ქილიჩდაროღლუსთან გასული კვირის ვიზიტს უკავშირდება.  

"ამ არჩევნებზე ამერიკას გაკვეთილი უნდა ვასწავლოთ. ჯო ბაიდენი იქიდან საუბრობს და რას აკეთებს აქ ბაიდენის ელჩი? ის მიდის ბატონ ქემალთან. სირცხვილია, იპოვე საქმე. შენ ხარ ელჩი. აქ თქვენი თანამოსაუბრე არის პრეზიდენტი". - აღნიშნა ერდოღანმა.

მანამდე, ერდოღანი წინასაარჩევნო კამპანიაში ერიდებოდა დასავლეთისა და აშშ-ს კრიტიკას. თუმცა უკვე გასულ კვირას ამბობდა, რომ არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

უახლესი წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. ოპოზიციონერი კანდიდატი 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს

ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ კვირის დასაწყისში, ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად დაასახელა. 

კომენტარები