პუტინის რუსეთი

სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის იმღერა

Befunky

რუსეთის ქალაქ სტავროპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის იმღერა. 

ღონისძიება საავადმყოფოს 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მომღერალმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა, ასევე დაჭრილებს გაესაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო. ასევე რამდენიმე დაჭრილმა მომღერლის მოკითხვის ვიდეო ჩაწერა და ფრონტზე მყოფ მეგობრებს გაუგზავნა.

პავლიაშვილის გარდა დაჭრილების წინ სტავროპოლის ოფიცერთა სახლის არტისტებმა იმღერეს.

წყარო: News.1777.ru

კომენტარები