ფრინველის გრიპი

ჩინეთში ფრინველის გრიპით ერთი ადამიანი დაიღუპა – WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში ფრინველის გრიპით ერთი ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ეს გრიპი ადამიანებში იშვიათად გვხვდება. 

"ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ ამ ვირუსს არ აქვს ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გავრცელების უნარი და, შესაბამისად, ადამიანებში მისი გავრცელების რისკი ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე დაბალია". - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები