ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში ტაივანის სანაპიროსთან რაკეტები გაუშვა

მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროსთან რაკეტები გაუშვა.

სამართლიანობის მისია 2025-ის ფარგლებში ჩინეთმა ბომბდამშენებთან, ავიაგამანადგურებლებთან და სამხედრო გემებთან ერთად, ახალი სადესანტო ხომალდებიც განალაგა. მედიის ინფორმაციით, წვრთნები ტაივანის გარშემო 5 ზონაში ჩაატარა.

ჩინეთმა წვრთნები აშშ-ს მიერ ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის გამოცხადებიდან 11 დღის შემდეგ დაიწყო.

გუშინ, ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთის ქმედებები საერთაშორისო ნორმების გამოწვევად შეაფასა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს ჩინური სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილება კუნძულის ირგვლივ და ვითარების მონიტორინგისთვის საკუთარი ძალები და სარაკეტო სისტემები გაააქტიურეს. უწყების თქმით, შეიარაღებული ძალები ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად "მაღალ მზადყოფნაში" არიან.

კომენტარები