ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ცნობით, კუნძულის მასშტაბით სწრაფი რეაგირების წვრთნები მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, სწრაფი რეაგირების წვრთნები ჩინეთის მიერ ტაივანის წინააღმდეგ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის მოსამზადებლად ტარდება.
მანამდე, ჩინეთის არმიამ კუნძულზე სამხედრო წვრთნები Justice Mission 2025 გამართა, რომელშიც არაერთი დანაყოფი მონაწილეობდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და საზღვაო ძალების.
ჩინეთის არმიის განცხადებით, წვრთნების ფარგლებში, არმიამ დანაყოფები ტაივანის სრუტის ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთით გაანაწილა და სროლები განახორციელა, ასევე დარტყმების სიმულაცია მოახდინა სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე.
უწყების განმარტებით, წვრთნები სამშაბათს გაგრძელდება და მოიცავს კუნძულის მთავარი პორტების ბლოკირებას და ალყაში მოქცევას.





