სასამართლო კლანის სანქცირება

კობახიძე სანქციებზე: ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები და ელჩს უკან დახევა მოუწია

ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები ამ [სანქციების] საკითხთან დაკავშირებით - რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით. აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. 

იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, იყო სხვა შეხვედრები, ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები? - 0 მტკიცებულებები. ეს ყველაფერი გაირკვა როგორც ორმხრივ შეხვედრებზე ასევე საჯაროდაც გაირკვა, ალბათ ნახეთ სატელევიზიო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც დაისვა კითხვები და 0 მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გაუგებარია აბსოლუტურად, როგორ შეიძლება, ღია წყაროზე დაყრდნობით... ღია წყარო არის, რომ ან გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყურო და ყველა ვუყურებთ ტელევიზორს, ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება სჭირდება, ამას ხომ მოკვლევა სჭირდება, ამას ხომ გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს ყველაფერი გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ - ანუ, ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კლანის სანქცირებაზე საუბრისას. 

"ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები