სასამართლო კლანის სანქცირება

დეგნანი: სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ, გავაგრძელებთ კორუფციის წინააღმდეგ მუშაობას

ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს სანქციებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან, კორუფციის წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ იმ ძალისხმევას, რაც ქართველებმა განახორციელეს სასამართლოს განვითარებისთვის, რომ არ იყოს კითხვები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემაზე. მოსახლეობის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თავისუფალი არჩევნები, თანაბარი პირობები ბიზნეს საჩივრებისთვის და ა.შ. არ უნდა არსებობდეს კითხვები მოსახლეობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ. სწორედ ამის აღმშენებლობას ვცდილობთ და ეს არის პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის, სადაც სამართლის უზენაესობა არის მოთხოვნა.

[მთავარი არხის თარგმანი] ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში.

5 აპრილს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. 

კომენტარები