სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებელი: კლანის დასანქცირება გზავნილია არაფორმალური მმართველისთვის

სტრატეგია აღმაშენებლი

სტრატეგია აღმაშენებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება. პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი არაფორმალური მმართველისა და ხელისუფლებისთვის, ამასთან პირდაპირი მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც 7-8 მარტს ქუჩაში იდგნენ. 

"ამერიკის მიერ სასამართლო კლანის დასანქცირება პირდაპირი გზავნილია არაფორმალური მმართველისა და ხელისუფლებისთვის, რომ არავინ აპირებს საქართველოს რუსეთისა და რუსული რეჟიმისთვის გადაფორმებას!

ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოსი და იმ ადამიანების, ვინც 7-8 მარტს ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტა რუსული კანონი.

ეს არის საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, რომელსაც, მიზანმიმართულად, ანგრევს ივანიშვილი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

ახლა ჯერი ჩვენზეა, საქართველო აუცილებლად მოიშორებს ამ რუსულ რეჟიმს და გახდება ნატოს და ევროკავშირის ღირსეული წევრი! ".- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. 

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც თქვა, რომ  აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები