სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შევაგროვეთ, ახლა მთელ საქართველოს მოვედებით

ვაპირებთ, მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ, ამაზე გვაქვს ახლა მსჯელობა საზოგადოების წევრებთან. ვფიქრობ, რომ სრულ სინერგიაში ვიყოთ როგორც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების წევრები, სტუდენტები, ახალგაზრდები – ყველა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისგან, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და გავაძლიეროთ ეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამოცანა.

მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, ამ აქციების გამო კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ამას ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით. მილიონ ხელმოწერას ჩავიტანთ ბრიუსელში, ჩავიტანთ ვაშინგტონში, მათაც ვეტყვით, რომ არ მოუსმინონ კობახიძეს, რადგან ჩვენ მას მაკრატლით ვერ გავეკიდებით და ენას ვერ ამოვაჭრით, როცა თქვენ გლანძღავენ, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ხალხი თქვენკენ არის, ხალხი საქართველოსკენ არის და ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. კიდევ ერთხელ გავუმეორებ იმ მედიას, რომელიც ჩემს განცხადებებს ტუკტუკით კითხულობს, დიახ, მე ყველგან ვამბობ – მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კომენტარები