სტრატეგია აღმაშენებელი

მანჯგალაძე: სტრატეგია აღმაშენებელი ნიშნავს დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას

პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიურმა თემატიკამ ძალიან გაიტაცა. ჩემთვის მართლმადიდებლობა რელიგია არ არის, ცხოვრების წესია. იმის თქმა, რომ ვინმე ებრძვის და პაატა მანჯგალაძემ ამაზე თავი უნდა იმართლოს, ვინც ამას აკეთებს, მისი მხრიდან ეს მკრეხელობაა.

ღმერთთან ბრძოლის დაბრალებას, ფარისევლის გარდა, სხვა არ იზამს. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ.

თუ ვინმე ეკლესიას ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. ჩვენს პარტიას სტრატეგია აღმაშენებელი ჰქვია და ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმშენებლობას, არამედ დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს სწორი ქართული, ქრისტიანული ტრადიციებით ქვეყნის მართვას. ეკლესიას თავად ებრძვიან და ხელს სხვისკენ იშვერენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილზე.

კომენტარები